"ბედნიერების, სიხარულის, შიშის განცდას იწვევს გონება. მშობელს შეუძლია, ისეთი რაღაცები გააკეთოს, რომ მიეხმაროს შვილებს - რათა მათ დაიწყონ პატარა შეგრძნებების შემჩნევა.
როდესაც, მაგალითად, ბავშვი მოდის სკოლიდან, არის გადაღლილი, განერვიულებული და გეუბნება - „პიცა გამომიძახე“, მშობელი ამას აკეთებს და შვილს ეუბნება, რომ აი, გაგიკეთე. მაგრამ, სინამდვილეში, ბავშვი არის დაძაბული. რაც ამ დროს მშობელმა გააკეთა, არ ვიცი - რამდენად იყო საჭირო.
არის შემდეგი მომენტი - ბავშვს ნამდვილად პიცა სჭირდებოდა თუ უნდოდა, რომ ცოტახნით მისთვის მოესმინათ? სინამდვილეში, პიცის მოთხოვნა თუ სადმე წაყვანის სურვილი ნამდვილი საჭიროებაა - რომელიც ბავშვის სხეულს, მის შინაგან მდგომარეობას ამშვიდებს თუ ეს არის სიგნალი - „დამეხმარე, სხვა არ ვიცი, რა მოვიფიქრო". თუ მშობელი ეტყვის - მე გაძლევ პიცას, გაბედნიერებ და შენ ეს არ მოგწონს, ის თვითონაც ხდება ცუდად. მშობელმა უნდა იფიქროს, რომ არც ბავშვს დაუმატოს სტრესი და არც თვითონ დაიმატოს", - აღნიშნა ნინო მარგველაშვილმა.
წყარო: ,,იმედის დღე"