,,ბავშვი მშობლების ჩხუბს იღებს როგორც თავის დანაშაულს და საშინელი ბრალეულობის განცდა ეუფლება" - აღნიშნულის შესახებ ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, როდესაც დედა და მამა ჩხუბობენ ბავშვს თავისი თავი მიაჩნია დამნაშავედ. ბრალეულობის განცდა ფიქსირდება და მკვიდრდება მის ცნობიერებაში:
,,ბავშვს ნამდვილად არ უხარია, როდესაც დედ-მამა კონფლიქტშია. ამ დროს, ხშირად მას შინაგან ვალდებულებად მიაჩნია დედის დაცვა იმიტომ, რომ უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცის ფიზიკური მონაცემები ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე მდედრობითი სქესის,'' - აღნიშნულის შესახებ თეა გოგოტიშვილმა რუსთავი ორის გადაცემა ,,შუადღეში'' ისაუბრა.