Baby Bag

როგორ მოვამზადოთ ინდაურის საცივი? - რეცეპტი

როგორ მოვამზადოთ ინდაურის საცივი? - რეცეპტი

ინდაურის საცივი მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:

  • ინდაური
  • ხახვი - 400 გრ.
  • ხმელი ქინძი - 1 ს.კ.
  • უცხო სუნელი - 1 ს.კ.
  • ნიორი - 5 კბილი
  • მწარე წიწაკა - 1 ცალი
  • ყვითელი ყვავილი - 2 ს.კ.
  • ნიგოზი - 500 გრ.
  • ღვინის ძმარი
  • მარილი
მომზადების წესი:

მოხარშეთ ინდაური, მოხარშულ ინდაურს მოაყარეთ მარილი, შედგით ღუმელში და აცადეთ, სანამ კანი არ გაწითლდება. ინდაურის ბულიონს მოაშორეთ ცხიმი, ამოიღეთ დაახლოებით ერთი ჭიქა და დაასხით ტაფაზე. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოშუშეთ. ნიგოგზს დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, ზაფრანა, ნიორი, წიწაკა, ცოტა ძმარი და შეაზილეთ ერთმანეთს, რომ ნიგოზს გამოუვიდეს ცხიმი (ზეთი). (ეს ცხიმი ცალკე გადაიტანეთ პატარა ჭიქაში და შეინახეთ). მიღებულ მასას დაუმატეთ ბულიონი და გაცერით საცერში. ადუღეთ დაახლოებით 20-25 წუთი და თან ურიეთ. აღნიშნული მასა გააციეთ. ინდაური დაჭერით ნაჭრებად და ჩაალაგეთ მზა საცივში. სურვილისამებრ ზევიდან მოასხით ნიგოზის ზეთი და მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები.

გემრიელად მიირთვით 

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ კერძს ტაფაზე დაწყობილ აჯაფსანდალს ეძახიან - მსგავსი აქამდე გასინჯული არ გექნებათ

ამ კერძს ტაფაზე დაწყობილ აჯაფსანდალს ეძახიან - მსგავსი აქამდე გასინჯული არ გექნებათ

ტაფაზე დაწყობილი აჯაფსანდალის რეცეპტს ​MomsEdu.ge-ს ერთგული მკითხველი გვიზიარებს. კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • ბადრიჯანი
  • პომიდორი
  • სტაფილო
  • კარტოფილი
  • წითელი ბულგალური წიწაკა
  • სულუგუნი
  • ხახვი
  • ნიორი
  • ზეთი
  • მწვანილები
  • მაიონეზი

გათალეთ ბადრიჯანი, დაჭერით მრგვალად და დაამარილეთ. ცოტა ხნის შემდეგ გარეცხეთ დამარილებული ბადრიჯანი, გაწურეთ და დაალაგეთ ერთ ფენად გამოსაცხობ ტაფაზე. ზემოდან მჭიდროდ დაალაგეთ მრგვალად გაჭრილი პომიდორი, კიდევ ერთ ფენად დაჭრილი ხახვი და ასე ფენა-ფენად დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი და სულუგუნი. ბოლო ფენად გამოიყენეთ დაჭრილი, წითელი ბულგალური წიწაკა. მოასხით ცოტაოდენი ზეთი და შედგით ღუმელში. კერძის გამოტანამდე სამი წუთით ადრე მოაყარეთ მწვანილები და ნიორი, მაიონეზი სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

წაიკითხეთ სრულად