Baby Bag

„ტყვია ბავშვს ისეთ პრობლემას ვერ შეუქმნის, როგორსაც ეკრანდამოკიდებულება..."

„ტყვია ბავშვს ისეთ პრობლემას ვერ შეუქმნის, როგორსაც ეკრანდამოკიდებულება..."

რატომ ეჯაჭვებიან ბავშვები ეკრანს, რას იწვევს ეკრანს დამოკიდებულება, რამდენად სახიფათოა და როგორ დავიცვათ ბავშვები ამ მიჯაჭვულობისგან? 

მოუსმინეთ პედიატრ თემურ მიქელაძეს

შეიძლება დაინტერესდეთ

ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა - ზაზა თელიას რჩევები ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

ბავშვებში ჩუტყვავილას შემთხვევებმა მოიმატა - ზაზა თელიას რჩევები ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით

დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ჩუტყვავილას მკურნალობის მეთოდებზე ისაუბრა:

„ჩუტყვავილა ბავშვებში იწყება გამონაყრით, რასაც თან შეიძლება დაერთოს ტემპერატურა. მოზრდილებში პირიქით არის. არის ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემცივნება და შემდგომში შეიძლება დაერთოს გამონაყარი. გამონაყარი იწყება თავის არიდან და შემდეგ ვრცელდება ქვეევით. შეიძლება შეგვხვდეს ბუშტები და ჩირქოვანი ტიპის გამონაყარი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ქავილი. ქავილის გამო შეიძლება დარჩეს ნაწიბური. უნდა ვეცადოთ, რომ ხელით მისი მექანიკური დაზიანება არ მოხდეს.

ჩუტყვავილა მიეკუთვნება თვითგანკურნებად ინფექციას. მკურნალობა, როგორც წესი, არის სიმპტომური. თუ ტემპერატურაა მაღალი, ვსვამთ სიცხის დამწევს. ქავილის დროს ინიშნება ანტიჰისტამინური პრეპარატები, რა თქმა უნდა, დასალევი სახით. შეიძლება დაინიშნოს გარეგანი გამოყენების მალამოებიც. შხაპის მიღება შეზღუდული არ არის. ბანაობა უნდა მოხდეს თბილი წყლით.

ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. მოზრდილებში მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს დიაგნოზის დადგენა. თუ დადასტურებიდან 12 საათის განმავლობაში დავიწყეთ ანტივირუსული პრეპარატის მიღება, ეს მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მიმდინარეობას. სამწუხაროდ, საქართველოში ჯერჯერობით გეგმიური ვაქცინაციის კალენდარში ვარიცელას აცრა არ შედის. იმედი მაქვს, მალე შევა, იმიტომ, რომ განვითარებულ ქვეყნებში 90-იანი წლებიდან უკვე დანრეგილია ვაქცინაცია,“- მოცემულ საკითხზე ზაზა თელიამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

წყარო:​ „დილა მშვიდობისა საქართველო“

წაიკითხეთ სრულად