Baby Bag

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„ხელის დაბანა არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და წყლის გადავლება,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში ჰიგიენის წესების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მშობლებს მოუწოდა, რომ პატარებს ხელების სწორად და სრულფასოვნად დაბანა ასწავლონ:

„ხელის დაბანა უნდა მოხდეს გარკვეული წესების მიხედვით. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ ონკანთან მისვლა და ხელის გადავლება. ხშირად მინახავს, პატარას ეუბნებიან: დაიბანე ხელი! ის გადაივლებს ხელზე წყალს და სველი ხელებით გამოვარდება გარეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, რომ დაახლოებით 20 წამის განმავლობაში უნდა დაიბანოს ხელი. რა თქმა უნდა, აუცილებელია ხელის მთლიანად დაბანა. თითებს შორის არე და ფრჩხილის არეც უნდა დაიბანო. პატარები ხელს ხშირად იდებენ პირში, ხელში უჭირავთ სათამაშო.

ექიმებიც ვართ ერთ-ერთი სერიოზული რისკ-ფაქტორი ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს პაციენტებთან და არამხოლოდ ხელებს ვიბანთ, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით ვიმუშავებთ ხელებს,“- მოცემულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის გადაცემაში „ერთსულოვნების დილა“ ისაუბრა.

წყარო: ​„საპატრიარქოს ტელევიზია“

შეიძლება დაინტერესდეთ

,,პიჟამა ფართი'' - მორიგი დასამახსოვრებელი დღე ლარდელებისთვის

,,პიჟამა ფართი'' - მორიგი დასამახსოვრებელი დღე ლარდელებისთვის

ვინ თქვა, რომ პიჟამა მხოლოდ სახლში და ლოგინში ჩასაცმელი სამოსია? საბავშო ბაღ ,,ლარდიში'' ისედაც სახლურ გარემოს, კიდევ უფრო შინაურული იერი ჰქონდა, რადგან ლარდელებმა მთელი დღე პიჟამოებში გაატარეს. 

პიჟამა, ხალათი, ჩუსტები, სახელდახელოდ მოწყობილი საწოლები - ყველაფერი ეს სახალისო და ძალიან თბილ გარემოს კიდევ უფრო ათბობდა. პიჟამა ფართიზე ძილისწინა რიტუალებიც შეასრულეს არა მარტო პატარებმა, არამედ ბაღის თითოეულმა თანამშრომელმა. როგორ? - ამას ვუსაყვარლეს ვიდეოში ნახავთ👼💤👇 (ფოტოები

 დახატე შენი საკუთარი ბედნიერება. ნუ დაელოდები მიზეზს -  ბაღში ვიზიტის დასაჯავშნად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/jtxBF

R. 

წაიკითხეთ სრულად