Baby Bag

კარგი იმუნიტეტისთვის თქვენს პატარებს აუცილებლად შესთავაზეთ ისპანახი - მისი მომზადების წესს „ბავშვთა კვების ვიდეო სახელმძღვანელოში“ ნახავთ

კარგი იმუნიტეტისთვის თქვენს პატარებს აუცილებლად შესთავაზეთ ისპანახი - მისი მომზადების წესს „ბავშვთა კვების ვიდეო სახელმძღვანელოში“ ნახავთ

MomsEdu.ge პედიატრ თამარ ობგაიძესა და „მასტერშეფის“ გამარჯვებულ ნუცა სურგულაძესთან ერთად „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა და მასტერშეფმა მოამზადეს ისპანახი სტაფილოსა და ქათმის ხორცთან ერთად, რომელიც 7 თვიდან შეგიძლიათ გაასინჯოთ თქვენს პატარებს.

კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  • 1 სტაფილო (მცირე ზომის)
  • ისპანახი 
  • ქათმის თეთრი ხორცი (ფილე) - 50 გრ.
  • დედის რძე ან ხელოვნური ნარევი
  • ზეითუნის ზეთი - 1 ჩ.კ

მისი მომზადების წესი კი ასეთია:

მოათავსეთ ქათმის ფილე ადუღებულ წყალში და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში. ცალკე ადუღებულ წყალში მოხარშეთ სტაფილო. როცა სტაფილო თითქმის მოხარშული იქნება, ჩაამატეთ ისპანახი და ხარშეთ 5 წუთი. მოხარშულ ბოსტნეულს გადაავლეთ ცივი წყალი, რომ შეინარჩუნოს ვიტამინები. ქათმის ხორცი და ბოსტნეული დააბლენდერეთ, დაამატეთ იმდენი რძე (დედის რძე ან ხელოვნური ნარევი), რომ მიღებული მასა გათხელდეს. ბოლოს კი 1 ჩ.კ. ზეითუნის ზეთი მოასხით. 

არ დაგავიწყდეთ !!!

დაემატეთ ჯგუფში საბავშვო რეც​ეპტები

თუ გსურთ, რომ პატარას მაგარი ძვლები, განვითარებული კუნთები და კარგი იმუნიტეტი ჰქონდეს, შეი...
რატომ არის სასარგებლო ისპანახი და რომელი თვიდან შევთავაზოთ ის პატარებს - ამის შესახებ პედიატრი თამარ ობგაიძე ​საუბრობს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:​„წარმოიდგინეთ, რომ გადაწყვიტეთ ძალია...

შეიძლება დაინტერესდეთ

ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავებით მდიდარი სადილი პატარებისთვის - პასტა ორაგულითა და ყაბაყით

MomsEdu.ge „ბავშვთა კვების სახელმძღვანელოს“ მორიგ ვიდეოს გთავაზობთ.

ამჯერად პედიატრმა თამარ ობგაიძემ მოამზადა პასტა ყაბაყითა და ორაგულით, რომელიც თქვენს პატარებს 8 თვიდან შეგიძლიათ, შესთავაზოთ.

მოსამზადებლად გამოყენებულია:

  • პასტა
  • ყაბაყი
  • ორაგული ან კალმახი
  • ყველი (უმარილო)
  • „პლასმო​ნის“ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი იხილეთ ვიდეოში 👆

R. 

წაიკითხეთ სრულად