Baby Bag

რომელ საკვებ პროდუქტებს ვერ ნახავთ ჯენიფერ ლოპესის ყოველდღიურ რაციონში - მომღერალი ასაკის მიუხედავად, საოცარ ფორმაშია

რომელ საკვებ პროდუქტებს ვერ ნახავთ ჯენიფერ ლოპესის ყოველდღიურ რაციონში - მომღერალი ასაკის მიუხედავად, საოცარ ფორმაშია

ჯენიფერ ლოპესი, ასაკის მატების მიუხედავად, საოცარი ფორმის შენარჩუნებას მაინც ახერხებს, რაც ნაწილობრივ მისი კვების რეჟიმის დამსახურებაა. ვნახოთ, რას მიირთმევს მომღერალი დღის განმავლობაში და რომელ საკვებ პროდუქტებს ვერ ნახავთ მის ყოველდღიურ რაციონში.

ნახეთ ვიდეო ☝️

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუ​ფი“)

ცნობილი ადამიანები, რომლებიც ტყუპებს ზრდიან
ტყუპების ყოლა ნამდვილად საოცრებაა. თუმცა მათი გაზრდა საკმაოდ რთულია. ​Moms.ge წარმოგიდგენთ ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც ტყუპი შვილები ჰყავთ. 1. ანჯელინა ჯოლი2. ბიონსე3. ჯულია რებერტსი4....
ძნელი დასაჯერებელია, რომ 50 წლისაა - ნახევარ წუთში წასაკითხი ამბავი
​ძნელი დასაჯერებელია, თუმცა ჯეილო 50 წლისაა. მომღერალი და მსახიობი ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, აქტიურად ვარჯიშობს და თავს შესანიშნავად გრძნობს.ამჯერად ჯენიფერ ლოპესი ბეისბოლის მოთამაშე ა...

შეიძლება დაინტერესდეთ

„D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

„D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს,“- პედიატრი ინგა მამუჩიშვილი

პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრა:

„მე ვფიქრობ, რომ ბოლო პერიოდში პანდემიამაც, ჩაკეტილმა ცხოვრებამ, როდესაც ბავშვები მზის სხივს ვერ ხედავდნენ, კიდევ უფრო გააღრმავა D ვიტამინის დეფიციტი. ნევროტულობა ბავშვებში ძალიან ხშირად შეიძლება D ვიტამინის დეფიციტის გამო განვითარდეს. მე მყავდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა D ვიტამინის შემცველობა სისხლში 5, ნორმა არის 30-მდე. ბავშვს ჰქონდა უძილობა, აღგზნებადობა, ნევროტულობის ყველანაირი გამოვლინება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მთავარია, პერიოდულად ბავშვს ჰქონდა დეპრესიული მდგომარეობა, ჰქონდა განცალკევების სურვილი, ჩაკეტვა და ა.შ.“

„განსაკუთრებით ვლინდება ეს იმ ბავშვებში, რომლებიც მიჯაჭვულები არიან ეკრანს. ეკრანდამოკიდებულ ბავშვებში D ვიტამინის დეფიციტი განსაკუთრებით ვლინდება. ეკრანდამოკიდებულ ბავშვებთან უფროსების დამოკიდებულება განსაკუთრებით რთულია. ისინი ჩაკეტილები არიან თავიანთ ვირტუალურ სივრცეში. აქ გვაქვს ჩვენ ემოციური სტრესი, ინფორმაციული სტრესი, ოქსიდაციური სტრესი, თავისუფალი რადიკალების დიდი რაოდენობით დაგროვება, რომელმაც შეიძლება სხვადასხვა დაავადების განვითარებას შეუწყოს ხელი,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა „TV პირველის“ გადაცემაში „ოჯახის ექიმი“ ისაუბრა.

წყარო: ​„ოჯახის ექიმი“

წაიკითხეთ სრულად